|
- შპს „პარკინგსერვისი“-ს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ „თვითმმართველი ქალაქის“ - ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
- პარკირების წესის დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 12 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი იქნება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ავტომანქანა დგას ისეთ ადგილზე, რომელიც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას;
- თუ ავტომანქანა დგას ტროტუარზე;
- თუ ავტომანქანა დგას ავტობუსის გაჩერებაზე;
- თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ხერგავს/აბრკოლებს მოძრაობას;
- თუ ავტომანქანა დგას ქვეითთა გადასასვლელზე;
- თუ ავტომანქანა დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ადგილზე;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 125 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი იქნება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ავტომანქანა დგას 3.27. „გაჩერება აკრძალულია“ და 3.28. „დგომა აკრძალულია“ ნიშნების ქვეშ;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასურია 40 (ორმოცი) ლარი;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურია შემდეგი ოდენობა:
- თუ ავტომანქანა სპეციალურ დაცულ სადგომზე არ რჩება ღამის განმავლობაში - 5 (ხუთი) ლარი;
- თუ ავტომანქანა რჩება სპეციალურ დაცულ სადგომზე ღამის განმავლობაში - ერთი ღამე 10 (ათი) ლარი;
- სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანა დასაშვებია:
- სამუშაო დღეებში - 10:00 საათიდან 19:00 საათამდე;
- არა სამუშაო დღეებში - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე;
- სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლება აქვთ:
- ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირს;
- ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მინდობილ პირს;
- სამართალდამრღვევს;
- ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს (შვილები, მეუღლე, მშობლები შვილიშვილები);
|
|